LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვიჯერებდი, რით დავიმსახურე ეს ყოველივე, მთელი ცხოვრება მემახსოვრება“ – სოფო ნიჟრაძის მადლობა პატრიარქს

3039
სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე აზიარებს ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, როდის და რატომ გადაწყვიტა „ავე მარიას“ დაწერა.

როგორც პატრიარქი ამბობს, სოფო ნიჟარაძის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა მისი დაწერა.

„შუბერტის „ავე მარია“ სოფიკომ შეასრულა. ისეთი ნაზი და მოსაწონი იყო, იმ საღამოს გადაწყდა, რომ მე უნდა დამეწერა „ავე მარია“. ასე რომ ქალბატონო სოფიკო, თქვენ გეკუთვნით ინიციატივა ამ დიდი საქმისა“. – აღნიშნა პატრიარქმა.

წლების წინ გადაღებულ ვიდეოს სოფო ნიჟარაძე შემდეგი აღწერით აზიარებს.

„ვერ ვიჯერებდი, რით დავიმსახურე ეს ყოველივე. მთელი ცხოვრება მემახსოვრება და მადლიერი ვიქნები ყოველი სიტყვისთვის“, – წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g