ანჯელინა ჯოლი ვალდებულია ყოფილ მეუღლეს, ბრედ პიტს, პირად შეტყობინებებზე წვდომა მისცეს „შატო მირაველის“ ღვინის საწარმოს ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში. შესაბამისი გადაწყვეტილება ლოს-ანჯელესის სასამართლომ მიიღო.
62 წლის ბრედ პიტმა კიდევ ერთი ეტაპი მოიგო ხანგრძლივ დავაში, რომელიც ეხება ჯოლის მიერ მისი თანხმობის გარეშე ღვინის საწარმოში საკუთარი წილის გაყიდვას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 50 წლის მსახიობმა პიტს უნდა გადასცეს აქამდე დამალული პირადი მიმოწერის ნაწილი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქმეს. საუბარია ჯოლის წერილებზე Stoli Group-ის ტოპ-მენეჯერთან, ალექსეი ოლეინიკთან.
ცნობისთვის, 2021 წელს ანჯელინა ჯოლიმ თავისი 64-მილიონი დოლარის ღირებულების წილი რუს ბიზნესმენს, იური შიფლერს მიჰყიდა.
„ვგრძნობ, რომ ნერვიულობისგან ავად ვხდები“ – მედიაში ანჯელინა ჯოლის პირადი მიმოწერა გავრცელდა
