LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობდი, რომ მამაჩემი ჩემ მიმართ ინდიფერენტული მეორე ცოლთან შეძენილი ქალიშვილების გამო გახდა“ – ბრიუს უილისის ემოციური აღიარება

200
page

ბრიუს უილისისა და დემი მურის ქალიშვილმა, თალულამ გამოცემა „ვოგის“ გულახდილი ინტერვიუ მისცა და მამის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ის დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ ბრიუს რაღაც პრობლემები ჰქონდა. თავდაპირველად ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე, ის ფიქრობდა, რომ მის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება იმის ბრალი იყო, რომ მას მეორე ცოლთან ემმა ჰემინგთან ორი ქალიშვილი ჰყავდა.

„მე დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ საქმე რიგზე ვერ იყო. მას ჩემ მიმართ ინტერესი გაუქრა, ინდიფერენტული გახდა. ეს წლების წინ დაიწყო. ჩემმა ტვინმა ყოველივე ეს სხვაგვარად მიიღო.  ვფიქრობდი, რომ მამაჩემი ჩემ მიმართ გულგრილი მეორე ცოლთან შეძენილი ქალიშვილების გამო გახდა. ეს მცდარი დასკვნა იყო. ბოლოს  მივხვდი, რომ ყველაფერი აფაზიის ბრალი გახლდათ“, – იხსენებს თალულა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ბრიუსს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს, ცოტა ხნის წინ კი მას დემენცია დაუდგინდა.

„ეს ის ფოტოა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს“ – ბრიუს უილისი ემოციურ პოსტს ავრცელებს

„ეს ნამდვილი სასწაულია“ – ბრიუს უილისი და დემი მური ბებია-ბაბუა პირველად გახდნენ

„დილა ტირილით დავიწყე“ – ბრიუს უილისს გოგონები დაბადების დღეს ულოცავენ – ნახეთ ემოციური ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები