LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვვარდი მეცხრე სართულიდან… მახსოვს, როცა იაშვილის კლინიკაში გავიღვიძე, როგორი მადლიერი ვიყავი… მეასეხარისხოვანი იყო, რომ ახლა ვარ ერთი ხელით. საერთოდ არ მახსოვს, ორი ხელით ცხოვრება როგორია…“ – ლიკუნა ჩაჩიბაიას შთამაგონებელი სიტყვა „იმედზე“

899
ლიკუნა ჩაჩიბაია

სპორტსმენი ლიკუნა ჩაჩიბაია „იმედზე“, „პრაიმშოუს“ ეთერში ჰყვება თავისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ დღეზე, როდესაც 16 წლის ასაკში დიდი სიმაღლიდან გადავარდა:

„16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვვარდი მეცხრე სართულიდან, სახურავიდან. ძირითადი კითხვაა, რა გინდოდა სახურავზეო. გარდატეხის ასაკში გჭირდება ის, რაც შენთვის საშიშია და გაინტერესებს. ყველა ჩემი ახლობელი ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ არ ვიქნებოდი ნორმალური ადამიანი, ვიყავი თინეიჯერი მოუსვენარი გოგონა, რომელიც უხელობას ვერ გადაიტანდა. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ… მახსოვს, როცა იაშვილის კლინიკაში გავიღვიძე, როგორი მადლიერი ვიყავი, რომ ვხედავდი ისეთ შუქს, როგორიც ახლა მე მანათებს. მადლობა ღმერთს, რომ შევძელი და ცოცხალი ვარ, მეასეხარისხოვანი იყო, რომ ახლა ვარ ერთი ხელით. საერთოდ არ მახსოვს, ორი ხელით ცხოვრება როგორია. გადავწყვიტე, ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში დამეწყო თავიდან. ჩემს მშობლებს ყოველდღიურად ვაჩვენებდი იმას, რომ ეს მომენტი მოხდა ჩემს გადასასხვაფერებლად. ჩემი სიცელქის მერე დაიბადა მეორე ლიკუნა, რომელიც არის ნაზი, აღარ არის ისეთი ბრაზიანი, კარგი ბავშვია… ჩავერთე სპორტში და გადავწყვიტე, დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც სხედან სახლში და ტრავმებს ვერ ვუმკლავდებოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g