LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „24 წლის ასაკში 2 პატარა ბავშვით დავრჩი მეუღლის გარეშე…ძალიან მიყვარდა და მიჭირდა“ – ეკა კუპატაძე განვლილ რთულ ცხოვრებაზე

14595
2026-03-31_23-26-48_465994

მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე გადაცემის „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ გვიყვება.

„აღმოჩნდა, რომ ცხოვრება არ ვიცოდი. 24 წლის ასაკში 2 პატარა ბავშვით აღმოვჩნდი სრულიად მარტო უცხო უბანში. გიგაზე ფეხმძიმედ ვიყავი და ნიკა მყავდა არც კი ორი წლის, როდესაც დავრჩი მეუღლის გარეშე. მე ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე და მეგონა, რომ თუ მის სახლში დავბრუნდებოდი მას ჩვენთან დაახლოების შანსს მივცემდი.

არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ რადგან მეუღლეს დაცილებული ვიყავი, გიგას და ნიკა ცუდი გენი აქვთ, პირიქით ძალიან კარგი გენი აქვთ. ამ ყველაფრის გადატანა საკუთარ მხრებზე მომიწია. ვენახიც გამისხლავს, სახურავებიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ. ჩემი ქმარი გაგიჟებით მიყვარდა და ეს მიჭირდა. შემდეგ გადმოვედით თბილისში. თივის ზვინში ჩავარდნილი ნემსივით ვიყავი“, – საუბრობს ეკა კუპატაძე.

პროკურორი – ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე კეფით დაეცა და დაზიანება ამ დროს მიიღო – მას შუბლის ძვალი მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს

„ხვალ არის დღე, რომელსაც არც ერთი დედა არ უნდა მოესწროს… ყველაზე მეტად ახლა მჭირდებით!…“ – მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედა საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს

„მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა…“ – პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g