ბათუმში, „Sector26”-ში წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ნოსტალგიურ ,,90-იანი წლების საღამო” შესთავაზეს.
ბავშვობის დაუვიწყარი ჰიტები შეასრულა მომღერალმა ნინი ქარსელაძემ.
მსმენელის მხრიდან მიღებული ემოციები კი საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე გაუზიარა სოციალური ქსელის მომხმარებლებს.
როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, კონცერტს ესწრებოდა ნინის დედა, ხათუნა ჟორდანია და და, ანასტასია ხაჩიძე, რომლებიც 90-იანი წლების ჰიტებზე აცეკვდნენ.