LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ადამიანებს მეტად შევაყვარებდი ერთმანეთს“ – „ჩემს ჰონორარებს ქველმოქმედებაში ვხარჯავ“ – ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე და სამომავლო გეგმებზე

1376
ფორტუნა (21)

„ევროვიზიის“ ქართველი კონკურსანტები, ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდნენ.

ოთო  ბაზერაშვილმა ისაუბრა რაში ხარჯავს აღებულ ჰონორარს:

„ჩემს ჰონორარებს ქველმოქმედებაში ვხარჯავ! ვეხმარები გაჭირვებულ და საავადმყოფოებში მწოლიარე ბავშვებს…
ყველა, ვისაც დავხმარებივარ – დღეს ჩემი კარგი მეგობარია“.  – აღნიშნა ოთო ბაზერაშვილმა.

ნიკოლოზ ხარატმა კი უპასუხა წამყვანის კითხვას, „მსოფლიოში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ – რას შეცვლიდით“?

„არ არსებობდეს გარდაცვალება, რადგან როდესაც საყვარელი ადამიანი კვდება – შენი გულის ნაწილიც მას მიყვება.
ადამიანებს მეტად შევაყვარებდი ერთმანეთს“. – ამბობს ხარატი.

ნიკოლოზმა ასევე ისაუბრა წარუმატებელ სიყვარულზე. ნიკოლოზი ამბობს რომ გოგონა, რომელიც მოეწონა, ჩუპაჩუპსი აჩუქა, მან კი უთხრა, რომ სხვანაირი უნდოდა.

„სხვა ბიჭი, რომელიც მეჯიბრებოდა, იმ გოგონას ზუსტად ის ჩუპაჩუპსი მიუტანა, რაც უნდოდა და ის შეიყვარა“, – ამბობს ნიკოლოზი.

შეგახსენებთ, 2023 წლის საბავშვო ევროვიზია 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g