რადიო „ფორტუნა“ ვიდეორუბრიკით – „ფორტუნასთორი“, ტელეჟურნალისტ მაია ასათიანს სახლში სტუმრობდა.
მაია ასათიანმა „ფორტუნასთან“ მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდზე ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა.
„ამ სახლში დაიწყო ჩემი ახალი სიცოცხლე, იმიტომ, რომ ჩემი ტრაგედიის შემდეგ, გავყიდე აბსოლუტურად ყველაფერი, რაც წარსულთან მაკავშირებდა, ცოტა ხანი ნაქირავებში ვცხოვრბოდი, ავიღე კრედიტი და გადმოვედი ამ ბინაში.
მინდოდა, მაქსიმალურად ფერადი ყოფილიყო, იმიტომ, რომ დროის უმეტეს ნაწილს აქ ვატარებ. ძალიან მიყვარს ფერწერა და მცენარეები“, – აღნიშნა მაია ასათიანმა „ფორტუნასთან“.
