UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია თბილისშია.
შესაბამის კადრებს ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მოულოდნელი სიურპრიზით აღფრთოვანებული გამომწერები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქართველი ერის სიამაყის სამშობლოში ჩამოსვლა დიდი სიხარულია:
„კეთილი იყოს შენი ფეხი შენს სამშობლოში წარმატება და უფლის წყალობა არ მოგაკლოს უფალმა შენს ოჯახთან ერთად…
ჩვენი საამაყო ბიჭი… მართლა ჩამოვიდა? რა კარგია ილო შენ გაგიმარჯოს…
ასე ძმაო ასე უნდა ქნა აქ რომ გულით გელოდებით ისე სხვაგან ვერსად ვერ დაგელოდებიან და გაუხარდებათ შენი ჩამოსვლა…
კეთილი იყოს სამშობლოში შენი ფეხი…“ – წერენ სოციალურ ქსელში.