LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს“ – ირაკლი კუპრაძე

157
Untitled design (1)

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავეს

დაკავების ამსახველ კადრებს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„დააკავეს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, დროშა, პირადი ნივთები, არ აძლევენ ზარის განხორციელების შესაძლებლობას!“ – წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო მონაცემებით ბათუმის ნავსადგურთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა სულ 10 პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა – მოქალაქეები საპროტესტო აქციით პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ „ASTORIA GRANDE“ დახვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და მოწყობილია რკინის ჯებირები.

ცნობისათვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 27 ივლისსაც შემოვიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.

 

 

დააკავეს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, დროშა, პირადი ნივთები, არ აძლევენ ზარის განხორიციელების შესაძლებლობას!

Posted by ირაკლი კუპრაძე / Irakli Kupradze on ორშაბათი, 31 ივლისი, 2023

 

 

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო

„სტანდარტული პროცედურაა, კანონის დაცვით მოხდა“ – ბათუმის პოლიციის უფროსი განმარტავს, რატომ ავიდნენ საკრუიზო ლაინერზე Astoria Grande სამართალდამცავები 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g