მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე, რომელიც გადაცემა „დღის პოსტის“ თანაწამყვანია, გადაცემის მაყურებელს სტუმრებთან ერთად შესრულებული სიმღერებით ხშირად ხიბლავს.
ვიდეო: „გულს რად მიკლავ“ – ზურა მანჯავიძის და ბექნუ ქაფიანიძის დუეტი
მსახიობი, გადაცემაში ასევე ხშირად კითხულობს ცნობილი პოეტების ლექსებს.
გადაცემის ერთ-ერთ გასულ ეპიზოდში მან ტიციან ტაბიძის „მეარღნეები და პოეტები“ წაიკითხა და აუდიტორიისა და სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან ოვაციები და კომპლიმენტები მიიღო.
„უნიჭიერესი მსახიობი, დიდებული ზურაბ ქაფიანიძის შვილი“, „რა საოცრად კითხულობს“, „საქართველოს საამაყო შვილი ხართ“, „საუკეთესო მამის საუკეთესო შვილი“, „მხატვრული კითხვის შეუდარებელი ოსტატი ხარ“, „ლექსის კითხვის მეფე ხარ“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
