„დილა მშვიდობისა საქართველომ“ სტუმრად დაპატიჟა თავისუფალი თეატრის მსახიობის, ოთო ლასხიშვილისა და სუხიშვილების მოცეკვავის, ელენე ჩიტიაშვილის წყვილი, რომლის ხელის თხოვნის სცენა მთელმა საქართველომ ნახა ბრუნო მარსის კონცერტიდან.
„ეს სპონტანური არ იყო და ვერ გეტყვით, რომ იქ მოვიფიქრე. ვფიქრობდი ბოლო პერიოდში და რამდენიმე დღით ადრე გადავწყვიტე, რომ ხელი მეთხოვა და ასეც მოხდა… მეც ასე მგონია, რომ ადრე უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ კარგ დროს ველოდებოდი.ბრუნო მარსი ორივეს საყვარელი არტისტია. მეგონა, რომ აქ გაუხარდებოდა ყველაზე მეტად. მესამე წელია, რაც ერთად ვართ, მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი…“
ვიდეო: სუხიშვილების მოცეკვავეს ბრუნო მარსის კონცერტზე ხელი სთხოვეს