53 წლის რენე ზელვეგერი კიდევ ერთ პროფესიას ეზიარა. ის „პატრიკის დღის“ აღსანიშნავად, ტეხასში ჩავიდა და მუსიკალურ ბენდს შეუერთდა.
„ბრიჯიტ ჯონსის“ ვარსკვლავმა არაერთი სიმღერა შეასრულა და გიტარაზეც დაუკრა. ამ დღეს რენეს ყოველდღიური, კუბოკრული პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა, მის „ლუქს“ კეპი ასრულებდა. „გრემისა“ და „ოსკარის“ მფლობელი მსახიობი ნამდვილ როკ-მუსიკოსს ჰგავდა.
ცნობისთვის, რენე ზელვეგერი და ენტ ინსტანდი უკვე ერთი წელია ერთად არიან. მათი რომანი გაცნობისთანავე დაიწყო და როგორც ჩანს, ყველაფერი ქორწინებით დასრულდება.
უზომოდ შეყვარებული რენე ზელვეგერი თხოვდება – წყვილის „ტკბილი ოქტომბერი“
„სხვისი შვილები“ ამერიკულად – რენე ზელვეგერის ფოტოები გვარწმუნებს, რომ ის ბოლოს და ბოლოს ბედნიერია
Renée Zellweger performed at SXSW today! 🎶🎸 She has the voice of an angel! 😇 And in the second video – @AntAnstead YOUR GIRL CAN SHRED! pic.twitter.com/Wz8Ui11U6Y
— Renéeasance (@reneeasance) March 17, 2023