LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენ არ ვართ შვილმკვდარი დედები. ჩვენი შვილები არ მომკვდარან, ისინი სასუფეველში აგრძელებენ სიცოცხლეს“ – თამუნდა მდივანის ემოციური მიმართვა

126
2025-10-13_00-03-30_063028

ინფლუენსერი, თამუნა მდივანი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ შვილი, გიორგი მდივანი მოულოდნელად გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

„ჩემს ვიდეომიმართვებზე არცერთი ცუდი კომენტარი არ დაწერილა. ჩვენ არ ვართ შვილმკვდარი დედები. ჩვენი შვილები არ მომკვდარან. ისინი ცოცხლებზე უფრო ცოცხლები არიან. ისინი აგრძელებენ სიცოცხლეს უფლის სასუფეველში. ჩვენი უფალი იესო, ეწამა და უამრავი რამ გადაიტანა, რომ ჩვენი ცოდვები ეტვირთა და მარადიული სიცოცხლე ეჩუქებინა.

ამის არ დანახვა უმადურება იქნება. ჩემნაირ დედებს მივმართავ, არ იფიქროთ რომ ჩვენი შვილები მკვდრები არიან, არამედ სასუფეველში აგრძელებენ სიცოცხლეს. ჩვენი ქმედებით მათ ჩრდილი არ უნდა მიადგეთ“, – საუბრობს თამუნა მდივანი.

ვიდეო: „მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ რთულ მომენტში ჩვენ გვერდით იყავით და ამ უმძიმეს მწუხარებას იზიარებდით… ახალი ინფორმაციით ვართ“ – რა ინფორმაციას ავრცელებენ თამუნა მდივანი და მისი ქალიშვილი

„გიორგის ახლა ყველაზე საუკეთესო დედიკო ჰყავს – ღვთისმშობელი დედა.. ეს მაძლებინებს“ – თამუნა მდივანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g