2025 წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბაჩო ლასარეიშვილი გარდაიცვალა, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავის რჩეულზე, ლიკა კუჭუხიძეზე დაქორწინდა. ტრაგედიამ თითქმის მთელი საქართველო შეძრა.
ავტოსაგზაო შემთხვევას საბედნიეროდ ლიკა კუჭუხიძე გადაურჩა და რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდგომ გამოჯანმრთელდა.
მას შემდეგ, რაც ლიკამ მეუღლის, ბაჩო ლასარეიშვილის გარდაცვალების შესახებ გაიგო, სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს საერთო ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც წყვილს ერთად აქვთ გადაღებული.
„ცხოვრება ჩემი ამ სიყვარულად ღირდა❤️“, – წერს ლიკა კუჭუხიძე.
