Coldplay შემდეგი დისკის წარდგენამდე, გულშემატკივარს სიახლეებით ანებივრებს. ბრიტანულმა პოპ როკ ჯგუფმა მომავალი ალბომის მთავარი ჩანაწერის რელიზიდან მალევე, მეორე სინგლის გამოსვლა დააანონსა.
Coldplay-ის ახალი დისკი შემოდგომაზე გამოვა
სიმღერა – We Pray, რომელიც ინგლისელ რეპერ, Little Simz-თან, ნიგერიელ მომღერალ, Burna Boy-ისთან, პალესტინურ-ჩილეური წარმოშობის მუსიკოს, Elyanna-სთან და არგენტინელ შემსრულებელ – Tini-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, 23 აგვისტოს გამოვა. კოლაბორაცია დღის სინათლეს თანხმლებ კლიპთან ერთად იხილავს.
კომპოზიცია პირველად ივნისში, გლასტონბერის ფესტივალზე შესრულდა.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, Coldplay მეათე სტუდიურ ალბომს –Moon Music გამოუშვებს.