LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დადიანების სასახლეში გამართულ საახალწლო მეჯლისზე გამარჯვების ისტორიის შემქმნელები გაიხსენეს

5373
Untitled design (35)

დადიანების სასახლეში ძველი ტრადიცია აღდგა და საახალწლო მეჯლისი გაიმართა.

მეჯლისზე გამარჯვების ისტორიის შემქმნელები გაიხსენეს.

კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ მეუღლესთან ერთად სასახლის ძველ ტრადიციაზე ისაუბრა.

„მეჯლისზე 100 წლის წინ საზოგადო მოღვაწეები შტრაუსისა და ჩაიკოვსკის მუსიკაზე ცეკვავდნენ.

ფოტო: დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა

მათ არასდროს ავიწყდებოდათ ქართველი მეომრები, რომლებიც თავიანთ სამშობლოს იცავდნენ.

მეჯლისზე ჯარისკაცები მეწყვილეებთან ერთად მიდიოდნენ, რომელსაც „იუნკერების ცეკვა“ დაერქვა.

 

 

დღეს ეს ტრადიცია გაგრძელდება. ეს ცეკვა ჩვენი სამშობლოს დამცველებს, მესაზღვრეებს, პილოტებსა და მეზღვაურებს, პოლიციელებსა და მებაჟეებს, სპეცრაზმელებს და ახალწვეულებს, ყველას ეხება“, – აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ კი მეუღლესთან ერთად სასახლის მკვიდრების წარსული გაიხსენა:

„დადიანების სასახლე უძველესი ხელოვნებისა და მეცნიერებიც ცენტრი და სიძლიერის სიმბოლოც იყო.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში სამხედრო მუზეუმი სწორედ აქ გაიხსნა.

სასახლის მკვიდრნი ცოტნე დადიანიდან დაწყებული საქართველოს ერთიანობისა და სიძლიერისთვის იბრძოდნენ.

ქმნიდნენ საქართველოს გამარჯვების ისტორიას”, – აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეგახსენებთ, დადიანების სასახლეში თითქმის მივიწყებული ტრადიცია აღდგა და საახალწლო მეჯლისი გაიმართა.

ფოტო, ვიდეო: სალომე ღვინიაშვილი დადიანების სასახლეში მეჯლისზე ბრწყინავდა

“უჩვეულო გრძნობაა შუასაუკუნოვანი მეჯლისი და სელფი დადიანების სასახლიდან” – ქეთი ხატიაშვილი ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს

 

mazda magti 5g