LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დაკავებულია ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, რომელმაც ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტით აზარალა“ – საგამოძიებო სამსახური

177
საგამოძიებო სამსახური

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირია დაკავებული“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს

უწყების ცნობით, ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი იყო, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად შემოსავლების არასწორ დეკლარირებას ახდენდა, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 3 098 967 ლარის ოდენობით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218 – ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა – 11.06.2024

Posted by ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური on ორშაბათი, 10 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g