დათო არჩვაძის ახალი, რიგით მეორე ალბომი გამოიცა. ამ ალბომში 15 სიმღერა გაერთიანდა. ძველი, ყველასთვის ნაცნობი მელოდიები და ახალი ჩანაწერები, რომლებიც ბოლო პერიოდში გაკეთდა. „ეს არის ქალაქური მუსიკა, თანამედროვე და ახალი არანჟირებებით. ძალიან ბევრი ნიჭიერ არანჟირების ავტორთან ვმუშაობ. ამ ალბომში წარმოდგენილია ჩემი სამეგობრო: ლაშა ღლონტი, გია დავითიანი, დათუნა სირბილაძე, „ალილო“, ტრიო „ნატალი“, სანდრო კობახიძე, კოტიკო ყიფიანი, დიდი სპექტრია იმ ადამიანებისა, ვინც წლების განმავლობაში მღერის ჩემთან ერთად. ამავე ალბომში არის სიმღერა, რომელიც ზაურ ბოლქვაძეს დავუწერეთ და „ქართული ხმების“ ორივე თაობამ შეასრულა, ასევე ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული სიმღერა განახლდა და ყველაზე ლოგიკურია, რომ ეს ალბომი ამ ორი სიმღერით მთავრდება. ვის ვანდობდი, თუ არა ნიკოლოზ ხარატს, რომელიც სამწლინახევრის ასაკში მოვიდა ჩემთან. ეს ბავშვი არის მთლიანი მუსიკა. სამი ცხოვრება უნდა გაიარო, რომ ასეთი ვაჟკაცური იყო. ეს ორივე სიმღერა მას ვანდე…“
დათო არჩვაძემ და ნიკოლოზ ხარატმა ბავშვთა გუნდის თანხლებით სიმღერა „ეს ქალაქია“ „პირველი არხის ეთერში შეასრულეს.
? ცოცხალი მუსიკა – „ეს ქალაქია“
? ცოცხალი მუსიკა – „ეს ქალაქია“
?დათო არჩვაძე, ნიკოლოზ ხარატი
Posted by ახალი დღე • 1tv.ge on Wednesday, April 5, 2023
ვიდეო: „სატრფიალო” – ნიკოლოზ ხარატისა და დათუნა კერესელიძის შესანიშნავი შესრულება
ვიდეო: ნიკოლოზ ხარატის დუეტი ზურა მანჯავიძესთან
ვიდეო: ნიკოლოზ ხარატის „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ – დათო არჩვაძის აკომპანემენტით