ემბერ ჰარდმა ყოფილ ქმართან, ჯონი დეპთან სასამართლოში წაგების შემდეგ დუმილი დაარღვია და გადაცემაში „არასამართლიანი“ ვერდიქტის შესახებ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ დეპმა ნაფიცი მსაჯულები იდეალური „თამაშით“ მოხიბლა.
„მან ისინი მოხიბლა იდეალური, ფანტასტიკური თამაშით სასამართლო პროცესებზე. მე ნაფიც მსაჯულებს არ ვადანაშაულებ, მათი ძალიან კარგად მესმის, ჯონი იდეალური მსახიობია, სხვაგვარად ვერც იქნებოდა“, – აცხადებს ჰარდი და ამბობს, რომ ვერდიქტი არასამართლიანი იყო.
ჯონი დეპის პირველი ვიდეო ,,ტიკ ტოკზე” და ემბერ ჰარდის მწვავე რეაქცია