ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში წონასთან დაკავშირებით რჩევებს გასცემს.
როგორც ნანუკა აღნიშნავს, ის წლების განმავლობაში იტანჯავდა თავს ზედმეტი კილოგრამების გამო და მუდმივად შიმშილობდა.
მისივე თქმით, ახლა ყველაზე მეტი წონა აქვს, რაც კი ოდესმე ჰქონია, თუმცა ბედნიერია და საკუთარი თავიც ძალიან მოსწონს.
ტელეწამყვანი ასევე წერს, რომ ზედმეტი წონის გამო თავი არავინ არ უნდა დაიკომპლექსოს.
„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ხმალამოღებული ვებრძოდი საკუთარ სხეულს! მუდმივი შიმშილის შეგრძნებით ძლივს დავლასლასებდი! ყოველთვის უარს ვამბობდი გემრიელად მირთმევის უდიდეს სიმოვნებაზე.
ბოლოს მოვიგე და საკუთარი სხეული ძლივს შევიყვარე. მივედი იმ მანიაკურად დასახულ ერთადერთ მიზნამდე და მერე? გარდა ამ ელასტიკების ჩაცმის რა ბენეფიტი მქონდა ამდენ ნაომარს?
მერე მოვიდა ნამდვილი ბედნიერება და ჩემი ავადმყოფური შიმშილი დასრულდა…
დღეს ყველაზე დიდი წონა მაქვს, რაც ოდესმე მქონია, მაგრამ უბედნიერესი ვარ! საკუთარი თავიც ძალიან მომწონს და საერთოდ ვერ ვიხსენებ იმ მტანჯველ შეგრძნებას, რომელსაც დიდი წონის გამო განვიცდიდი!
ნუ დაისტრესავთ საკუთარ თავს, ნუ შეიჭამთ და დაიკომპლექსებთ გთხოვთ! წონის კლების ავადმყოფური სურვილი ოცდამეჩვიდმეტეათასე პრიორიტეტად აქციეთ და ნელ-ნელა მიხვალთ მიზნამდე!
ახლა იმაზე მეტს კომპლიმენტს ვიღებ, ვიდრე ოდესმე და ყველა წამი მენანება, როდესაც სილამაზე მეგონა წონის რაღაც მაჩვენებელი.
სტრესის გარეშე ვეცდები დავიბრუნო ჩემი სხეული. თუ შევძლებ ხომ კარგი და თუ ვერ ვიქნები ასე თქვენი მოწონებული, მე აწი ამაზე არ ვიდარდო,“ – აღნიშნავს ნანუკა.


