„ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი გაიმართა.
მანიფესტს სცენიდან შეუერთდა მსახიობი ეკა დემეტრაძე.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, თეატრის პასუხისმგებლობაა სიმართლე თქვას.
„ძალიან ძნელი იყო სცენაზე ასვლა და ამ ყველაფრის ანდროს გარეშე კეთება…
თან ვიაზრებდი იმასაც, რომ ძალიან საპასუხისმგებლო რამ იყო. სინამდვილეში თეატრი არის ის ადგილი, საიდანაც მსახიობები და რეჟისორი, ვინც სპექტაკლის კეთებით არის დაკავებული, ვლაპარაკობთ სიმართლეს.
ვლაპარაკობთ ადამიანურ ტკივილებზე, ბედნიერებაზე, სიყვარულზე, ტრაგედიებზე, უბედურებაზე…
როდესაც ხედავ, რომ ტოტალურ ტირანიაში და უსამართლობაში ცხოვრობ, 53 ადამიანია უკანონო პატიმრობაში, ამის გარდა, რეპრესიებია ყველანაირ სამსახურში, არა მარტო სახელოვნებო სფეროში…თეატრის პასუხისმგებლობა თქვას სიმართლე“- ამბობს ეკა დემეტრაძე.