კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ვარსკვლავები გააერთიანა. ისინი covid-19-თან საბრძოლველად შექმნილ ფონში დიდ თანხებს რიცხავდნენ, ეხმარებოდნენ პანდემიასთან მებრძოლ ექიმებს და მსოფლიოს ისტორიაში ყველზე დიდი საქველმოქმედო ონლაინ კონცერტიც მოაწყვეს.
ვიდეო: პირველი ონლაინ საქველმოქმედი კონცერტი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით
მომღერლები მაყურებლებს თვიანთი სახლებიდან ჩაერთვნენ და ცნობილი კომპოზიციები შეასრულეს
უნდა აღინიშნოს, რომ ელტონ ჯონი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მუსიკალური არტისტსია, რომელმაც უამრავი თანხა გაიღო ფონდისთვის და არაერთი ონლაინ პერფორმანსიც შემოგვთავაზა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეპიდ სიტუაცია ნელ-ნელა ნორმალიზდება, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მქონე ელტონ ჯონი მაინც აგრძელებს თანხების გაღებას.
სულ ცოტა ხნის წინ, 73 წლის არტისტმა სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხედებს, რომ საველმოქმედო ფონდში 1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.
https://www.instagram.com/p/CAIkvBWDmvz/