მსახიობი ნანუკა გულუა ოჯახთან ერთად ზუგდიდში იმყოფება და ულამაზესი ადგილებიდან კადრებს გვიზიარებს.
ნანუკამ გამომწერებს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერებინა და გვაჩვენა სკოლა, რომელიც თვითონ დაამთავრა.
„ბოტანიკური ბაღი, ზუგდიდის უდიდესი სიმდიდრე, სადაც მუზეუმიც არის. ეს არის მე-2 სკოლა, რომელიც მე დავამთავრე და მგონია, რომ ყველაზე მაგარი სკოლაა მთელს ზუგდიდში“, – ამბობს ნანუკა.
მსახიობი ულამაზესი „დადიანების სასახლის“ ვიდეოსაც გვიზიარებს.