ნათია თოდუა ბენდთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და პირველი კონცერტი გამართა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავისი გერმანული ბენდით საქართველოს ესტუმრა და ქართველი მსმენელის წინაშე წარდგა.
კონცერტი კლუბში „1984“ შედგა.
„გუშინ თბილისში განსაკუთრებული საღამო გვქონდა.
პირველად ჩამოვიყვანე ჩემი ბენდი ბერლინიდან და ერთად შევქმენით საღამო, რომელიც ჩემთვის უბრალოდ კონცერტი არ იყო, ეს იყო მუსიკის, ემოციის და თავისუფლების გაზიარება.
მადლობა ყველას, ვინც Jazz Club 1984-ში ეს მომენტი ჩვენთან ერთად გააზიარა. ეს მხოლოდ დასაწყისია…“
