LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო/ფოტო: მანუ მურღულიას ახალი ბენდის პრეზენტაცია „რედისონ რედში“ შედგა – შესრულებული ჰიტები, სპეციალური სტუმრები, დათო ფორჩხიძე და ირმა სოხაძე და ამღერებული დარბაზი

738
მანუ მურღულია

მანუ მურღულიას ბენდის „მანუს ბენდის“ პრეზენტაცია 30 მაისს, „რედისონ რედის“ ულამაზეს ეზოში შედგა, სადაც სტუმრები დაგეგმილ დროს შეიკრიბნენ მომღერლისა და ინფლუენსერის ახალი რეპერტუარის მოსასმენად.

რეპერტუარი კი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ქართულენოვან ჰიტებს, ასევე უცხოურ სიმღერებსაც, ზოგ ვერსიაში კი ეს ორი მიმართულება გაერთიანებულია და ერთგვარი სინთეზური ვარიანტებია გაკეთებული.

„მანუს ბენდი“ სულ ახლახან ჩამოყალიბდა და სოლისტის გარდა, მისი წევრები არიან ბასისტი ლუკა ქიტიაშვილი, პიანისტი შაკო ყარყარაშვილი და დრამერი სანდრო სახამბერიძე.

მანუ სცენაზე ყვითელ კაბაში ბრწყინავდა.

ის ამ მუსიკალურ მოგზაურობაში მარტო არ ყოფილა. მომღერალს სცენაზე შეუერთდა დათო ფორჩხიძე, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მეგობრობს ის და მისი ოჯახი მანუსთან და მასთან ერთად „დიდხანს გელოდი“ შეასრულა, ახალი ვერსიით, რომელიც ჯერ ნელ ტემპშია, ბოლოსკენ კი – ჩქარდება.

დათოს შემდეგ, მანუმ სცენაზე უხმო ირმა სოხაძეს, რომელთან ერთადაც ორი სიმღერა „დრო როგორ გავიდა“ და „გაიღიმე“ შეასრულა.

მანუ უკვე შემდეგ საღამომდე დაგვემშვიდობა. ბენდს ბათუმში მიეჩქარებოდა, სადაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლა იყო დაგეგმილი…

ვიდეო: მარიკა აროშიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g