„გაიცანით ველურები“ – ამის შესახებ ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი „ფეისბუკში“ წერს და თავისი ოთხფეხა მეგობრის ვიდეოს გამომწერებს უზიარებს.
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გამომწერებს ხშირად უზიარებს ამერიკული ცხოვრების სიახლეებს, ამჯერად კი საზოგადოებას ცელქი ოთხფეხა მეგობარი გააცნო:
„ნახეთ, ორივე ერთ ფერებში ვართ, ორივე გიჟები ვართ, წავედით ვიბანაოთ აუზში“ – ამბობს ცისნამი.
ქართველი ემიგრანტი გამომწერებს ასევე უზიარებს თავისი ეზოს კადრებს და მათ სტუმრად ეპატიჟება:
„ვინც მესტუმრებით ამ სამოთხეში, დამიჯერეთ არ ინანებთ, მაგრად გაერთობით“ – ამბობს ცისნამი.