LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გახსოვს ის სცენა? რა მითხარი?“- ჯენიფერ ლოპესი და მეთიუ მაკკონაჰი 20 წლის შემდეგ კოცნის სცენას იხსენებენ

281
38526502-0-image-a-106-1611717812073

2001 წელს კინოეკრანებზე კომედიური მელოდრამა „ქორწილების ორგანიზატორი“ გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს „ოქროს გლობუსის ნომინანტი, ჯენიფერ  ლოეპესი და ოსკაროსანი მეთიუ მაკკონაჰი ასრულებენ.

ცოტა ხნის წინ ფილმის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად მსახიობები ინსტაგრამის ლაივის საშუალებით შეხვდნენ ერთმანეთს და ფილმის დეტალებზე ისაუბრეს. ინტერვიუ ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა. ვარსკვლავებმა კოცნის უხერხული სცენაც გაიხსენეს.

„თითქოს გუშინ იყო ფილმის გადაღებები. გახსოვს, კოცნის სცენა? შენ ჩემთვის უნდა გეკოცნა, მოხვედი და ჩამჩურჩულე – მის ლოპეს ახლა მე თქვენ გაკოცებთ, მეც გიპასუხე, – მოდი დავიწყოთ. ძალიან კარგად მახსოვს ეს მომენტი“, – ღიმილით იხსენებს 51 წლის ჯეი ლო.

ცნობისთვის, ფილმის შემოსავალმა 94,728,529 დოლარს შეადგინა და მალევე გახდა საზოგადოების ფავორიტი ფილმი აღნიშნულ ჟანრში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები