ქართველი მომღერალი, ნინი ბადურაშვილი რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვენეციის კინოფესტივალზე მიიწვიეს, უკვე ვენეციაში იმყოფება.
მომღერალი მსოფლიო ბრენდის, Armani-ის ამბასადორი იქნება.
ნინი ბადურაშვილი ვენეციაში მოგზაურობის კადრებს „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს და წერს, რომ მისთვის პატივია იყოს ბრენდის ამბასადორი საქართველოდან.
„დაე დაიწყოს მშვენიერი მოგზაურობა…
გამარჯობა ვენეცია…
ჩემთვის დიდი პატივია ვიყო Armanibeauty -ის წარმომადგენელი ამ ბრწყინვალე ქალაქში ვენეცის კინოფესტივალისთვის…“ -წერს ნინი ბადურაშვილი.
