ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია.
ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილმა კი, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
ისტორიულ დღეს მთელი საქართველო ზეიმობს. ილიას და მერაბს ადგილზე უჭერდა მხარს ლეგენდარული კალათბურთელი ზაზა ფაჩულია.
ზაზამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს:
„განწყობა მას შემდეგ რაც ჩემმა ქართველმა ძმებმა სიამაყე მოგგვგვარეს“ – აღნიშნავს ზაზა.
ამასთან, ემოციურად შეხვდნენ ბიჭების გამარჯვებას ზაზას ოჯახში.
ზაზას მეუღლე სოციალურ ქსელში გვიზიარებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ატირდნენ სიხარულისგან კალათბურთელის ვაჟები ქართველების გამარჯვების შემდეგ.