ილია თოფურიამ საკუთარ სახლში მეგობრებთან ერთად ცნობილ ფეხბურთელს, ჟერარ პიკეს უმასპინძლა.
როგორც ჩანს, მათ ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.
მეგობრებმა „ფლეისთეიშენის“ თამაშით იჯერეს გული. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ილიამ აქაც მოიგო და ჟერარ პიკესთან დამაჯერებელი ანგარიშით გახდა გამარჯვებული.
ბოლო პერიოდში ესპანური პრესა იმაზე ალაპარაკდა, რომ ქართველი მებრძოლი ცოლს გაშორდა. ილიას ამ დრომდე ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ახლად გამოქვეყნებული ვიდეოთი საზოგადოებას აშკარად მიანიშნებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა.