LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ის ნამდვილი დედოფალია, როდესაც ქიმია არსებობს…“ – ლუი გარელი ანჯელინა ჯოლიზე ალაპარაკდა

629
წლის განშორებები (10)

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ხმების მიხედვით, 50 წლის ანჯელინა ჯოლის რომანი აქვს ფრანგ მსახიობთან, 42 წლის ლუი გარელთან. აღსანიშნავია, რომ მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა ახალ ფილმში, „კუტიური“.

ლუი გარელმა ანჯელინა ჯოლისთან თანამშრომლობაზე და მათ შორის არსებულ ქიმიაზე ღიად ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება კი ფილმში არსებულ ინტიმურ სცენებს დაუთმო, რომლებიც, მისი თქმით, „ბუნებრივად და ძალდაუტანებლად“ შესრულდა.

„ის ნამდვილი დედოფალია. ანჯელინა ამავდროულად არაორდინარული, არასტანდარტული, სრულად უნიკალურია. სწორედ მისი ქარიზმა ხდის ფილმს ძლიერს“, – აღნიშნა გარელმა.

მსახიობის თქმით, ინტიმური სცენების გადაღება იშვიათად არის სასიამოვნო პროცესი, თუმცა, პარტნიორებს შორის ქიმიის არსებობის შემთხვევაში ყველაფერი ბევრად ბუნებრივად მიმდინარეობს.

„როდესაც ქიმია არსებობს, ეს აღარ არის სიტუაცია, როცა კამერა აიძულებს ორ ადამიანს აკოცონ ერთმანეთს. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ვითარდებოდა. ეს მართლაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო“, – დაამატა მან.

გადასაღებ მოედანზე გაჩაღებული სიყვარული – ანჯელინა ჯოლისა და ლუი გარელს რომანი აქვთ

„რა თქმა უნდა, ლუი გარელმა არ გაუშვა ხელიდან შანსი და რომანი გააბა ბრედ პიტის ყოფილ მეუღლესთანლუი ყოველთვის ირჩევს ქალებს, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ“,- ამტკიცებენ შოუბიზნესის ინსაიდერები.

რაც შეეხება ფილმს, მისი პრემიერა 2025 წლის სექტემბერში, „ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე“ შედგა. ფილმის სიუჟეტი „პარიზის მოდის კვირეულის პარალელურად“ ვითარდება. ჯოლის გმირი რეჟისორია, რომელიც მკერდის კიბოს დიაგნოზს ებრძვის. ფილმის პროდიუსერთა გუნდში არიან შარლ ჟილიბერიუილიამ ჰორბერგი და თავად ანჯელინა ჯოლი

ცნობისთვის, ლუი გარელი 2000-იან წლებში ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობთან და რეჟისორთან, ვალერია ბრუნი-ტედესკისთან, რომელიც კარლა ბრუნის დაა. 2025 წლის დასაწყისში კი იგი დაშორდა სუპერმოდელ ლეტიცია კასტას, რომელთანაც ათწლიანი ქორწინება აკავშირებდა. ყოფილ მეუღლეებს რვა წლის ვაჟი ჰყავთ.

რაც შეეხება ანჯელინა ჯოლის, მის ანგარიშზე სამი ქორწინებაა. ბოლო მეუღლესთან, ბრედ პიტთან, რომელთანაც რომანი გადასაღებ მოედანზე დაიწყო, მას 6 შვილი ჰყავს, აქედან სამი ბიოლოგიურია.

ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის დატოვებას და ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები