შაბან მამედოვი – მარნეულში მცხოვრები შესანიშნავი მომღერალი „პირველმა არხმა“ აღმოაჩინა. მაყურებლის წინაშე შაბანი გენიალური ქართული სიმღერის შესრულებით წარდგა. „დაიგვიანეს“ სოციალურ ქსელში განთავსებისთანავე აიტაცა მაყურებელმა და უკვე უამრავი გაზიარება აქვს. რასაკვირველია, ჟიურის წევრებმა ის შემდეგ ეტაპზე, ნახევარფინალში გადაიყვანეს.
შაბან მამედოვი აღნიშნავს, რომ ამას არ მოელოდა, რადგან უამრავი კარგი კონკურსანტი იყო:
„სიმართლე გითხრათ, ოდნავ მოულოდნელი იყო ჩემთვის ნახევარფინალისტობა. ჩვენ აქ მოვისმინეთ შესანიშნავი მომღერლები, ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. უდიდესი მადლობა ამ პროექტისთვის „პირველ არხს“, ჩვენი ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას უწევს. უღრმესი მადლობა დამსწრეებს, გულშემატკივარს და ჟიურის წევრებს.
თავიდან იმხელა აფეთქება გამოიწვია ჩემში, რომ თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეყვირა… სცენიდან ძალიან უცნაურ ხმას გაიგონებდით. ეს ყველაფერი ჩემშია, ამ ემოციას ჩემში ვგრძნობ და ძალიან ბედნიერი ვარ…“