ქოუჩი, ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი „პირველ არხთან“ საუბრობს იმის შესახებ, რატომ ინგრევა, ძველ დროსთან შედარებით, ახლა უფრო მეტად ოჯახები:
„ჩვენს წინა თაობებში ოჯახები იმიტომ კი არ ნარჩუნდებოდა, რომ მათ დიდად უყვარდათ ერთმანეთი, არამედ იმიტომ, რომ იყო ტრადიცია, ყველაფრის ფასად შეენარჩუნებინათ ოჯახი. ეს იყო ოქროს წესი. დღეს იმიტომ ინგრევა ოჯახები, რომ ამ ტრადიციაზე წინ საკუთარი თავი დავაყენეთ – თუ არ მინდა და ჩემთვის ტოქსიკური გარემოა, მხოლოდ ფასადი არ მინდა, სადაც გამოკრულია, რომ ოჯახი გვაქვს შენარჩუნებაზე. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მუშაობა ურთიერთობებზე. ურთიერთობები მოითხოვს ძალისხმევას, რომ იყოს ჰარმონიული, იმისთვის, რომ ერთმანეთს კი არ ვიტანდეთ, არამედ შევინარჩუნოთ ქიმია, გვიყვარდეს ერთმანეთი…“
