გია ნიკოლაძე „იმედის“ ეთერში გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო და ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, მერაბ დვალიშვილთან კონფლიქტურ სიტუაციაზე:
„ყველაფერი კარგად არის, დალაგდა, გაუგებრობა იყო. ქათინაურებს რომ ვწერდი, პასუხს არ მაძლევდა. თავი ვიგრძენი დამცირებულად. ჩემი სიმღერა წაიღო, ყველაფერს გაგატან-მეთქი. ხომ მიცნობ, მე მერაბ დვალიშვილს ფულს მოვთხოვდი? თვითონ დღესაც არ გამოსულა კავშირზე. მისმა ძმამ მომიხადა ბოდიში და დაალაგა ყველაფერი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მკიცხავს, არ აინტერესებს, სინამდვილეში რა მოხდა. როგორ, ბანდერასმა ილია თოფურიას უმღერა და შენ მერაბს ფულს სთხოვო? მანამდე ვინ გისმენდა, მთელ მსოფლიოს მოასმენინა შენი სიმღერა, იქით უნდა გადაუხადო ფულიო, მწერენ. როგორ მოვთხოვდი ფულს? თუ ხელი არ შეგეშლება, იმათ მოვთხოვოთ და გავიყოთ-მეთქი, შევუთვალე, თორემ მერაბს ფულს როგორ მოვთხოვდი?!. ვულოცავ, რაც გააკეთა, ენაცვალოს ჩემი თავი…“
@noestantvshow 🎬 მერაბ დვალიშვილის ფულს მოვთხოვდი?! ◼️გია ნიკოლაძე #ნოესთან
♬ original sound – #ნოესთან