LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კონცერტზე ვიყავი, ვუსმენდით შოპენს და ჩემი ტელეფონი გადაირია…კინაღამ ვიყვირე” – მარინა ბერიძე გვარამიას შეწყალებაზე

305
BeFunky-collage - 2023-06-22T232133.353

მარინა ბერიძე ნიკა გვარამიას შეწყალებას მედიასთან საუბრისას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ამბავი როდესაც გაიგო კონცერტზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, დღეს მთელი საქართველოსთვის ბედნიერი დღეა.

„მე და სოფო ერთად ვიყავით კონცერტზე, ვუსმენდით შოპენს. ჩემი ტელეფონი გადაირია, ბოლოს ვიფიქრე, რა ხდება და მწერენ, ნიკა გვარამია გამოუშვეს. კინაღამ ვიყვირე, გაჩერდით, ნიკა თავისუფალია. მთელი საქართველოსთვის ბედნიერი დღეა. ყველაფერი კარგად იქნება”, – საუბრობს მარინა ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

ვიდეო: გვარამიას შეწყალების შემდეგ „მთავარი არხის” წამყვანებმა დიკო ჯოჯუამ და პაატა იაკობაშვილმა ემოციები ვერ შეიკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები