როდესაც შემოქმედებითი კარიერა მწვერვალისკენ მიემართება, როდესაც უამრავი გეგმა გაქვს და უსაზღვრო რესურსი – შექმნა ახალი, მაგრამ, უეცრად ყველაფერი მთავრდება.
„ფორტუნა პლუსი“ ლეგენდარული მუსკოსებისა და მუსიკალური კოლექტივების ტოპ-5 უკანასკნელ ალბომს გთავაზობთ:
5. დევიდ ბოუვი – Blackstar
ანდროგენული გარეგნობა, დაზიანებული თვალი და ლეგენდარული მუსიკალური შემოქმედება – ეს დევიდ ბოუვია, რომლის უკანასკნელი ალბომი Blackstar, 2016 წელს, მუსიკოსის 69-ე დაბადების დღეზე და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გამოვიდა.
4. Oasis – Dig Out Your Soul
მიუხედვადა იმისა, რომ „ოაზისის“ ალბომმა Dig Out Your Soul, დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა, ის ისტორიაში მაინც შევიდა, როგორც ბენდის უკანასკნელი ალბომი, რომელიშიც ისეთი კომპოზიციებია შესული, როგორებიცაა Falling Down და I’m Outta Time.
3. ჯიმი ჰენდრიქსი – Electric Ladyland
ლეგენდარული ჯიმი ჰენდრიქსის მესამე და ბოლო ალბომი, ფსიქოდელიური ჟღერადობის Electric Ladyland იყო. ალბომის თავდაპირველ გარეკანზე 19 შიშველი ქალი იყო გამოსახული, ამის გამო კი მას ყველგან კრძალავდნენ.
2. R.E.M. – Collapse Into Now
Collapse Into Now – ეს მუსიკალური კოლექტივიოს საბოლოო ალბომია, მასში მონაწილეობა ისეთმა არტისტებმა მიიღეს, როგორებიც არიან:
Patti Smith, Eddie Vedder და Peaches. შეგახსენებთ, ჯგუფს 30 წლიანი კარიერის განმავლობაში 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.
https://www.youtube.com/watch?v=kAWy6Et9f8c&list=PLJNbijG2M7OyWkZO1wYkAiWup3ob9lTrZ
1. The Doors – An American Prayer
ოკულტიზმით გატაცებული მისტიკური ჯიმ მორისონი და საკრალური მე-9 ალბომი, რომლიც ჯგუფ The Doors-თვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ეს არის ალბომი, რომელიც ჯიმ მორისონის გარდაცვალებიდან 7 წელიწადში გამოიცა, ის ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა არტისტის ლექსებიდან შექმნეს.
https://www.youtube.com/watch?v=2UfY-Wqr3lA&list=PLCc1CdM5OcYwybs3Yrdj7-1kFNTsuNzxq