ნანუკა გულუა, რომელიც მესამე შვილის დედა გახდა, სამშობიაროდან „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო.
ნანიკო ხაზარაძემ ნანუკას ვიდეოზარით დაურეკა.
როგორც ნანუკამ აღნიშნა, თავს ის კარგად გრძნობს.
„ყველაფერი გაცილებით მარტივია, უკვე ფეხზე ვდგავარ, დავდივარ.
მესამე საკეისროა, თითქოს უფრო რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტივია ყველაფერი. წინა ორი მშობიარობისგან განსხვავებით ვარ ძალიან მშვიდად…
მადლობა ზღვა სიყვარულისთვის და მოლოცვებისთვის, მეც მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ ცხოვრებაში, მიყვარხართ“ – ამბობს ნანუკა.
„ღმერთო, მადლობა!“ – ნანუკა გულუა ახალშობილი კირას ფოტოებს აქვეყნებს
ვიდეო: ნანუკა გულუა ბაბი კირკიტაძემ მოინახულა – რა კადრებს გვიზიარებს ტელეწამყვანი