LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მადონა დაბადების დღის გადახდას ,,დელფინების ყურეში” გეგმავს

141
COMP-GettyImages-1736168737

16 აგვისტოს, მადონა 66 წლის ხდება. Მას შემდეგ, რაც პოპის დედოფალმა 4 მაისს, რიოში, ,,საზეიმო ტურნეს” დასკვნითი, გრანდიოზული შოუ გამართა, მან შემოქმედებითი პაუზა აიღო და დასვენებაზე გადაერთო.

მადონას ,,საზეიმო ტურნეს” დასკვნით პერფორმანსს 2 მილიონამდე მსმენელი დაესწრო

მეტიც, ახლახან, საკულტო არტისტი დაბადების დღის აღნიშვნისთვის მზადებას შეუდგა.

ამ დღეებში, ლეგენდარული შემსრულებელი პაპარაცებმა, პორტოფინოში გადაიღეს. ცნობილი ფაქტია, რომ პორტოფინო ვარსკვლავების საყვარელი დასასვენებელი და ელიტური საღამოების გასამართი ადგილია.

როგორც იტალიური მედია წერს, მომღერალი დღეობას ,,დელფინების ყურეში” იზეიმებს. სტუმრების ვინაობა და წვეულების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები