LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მაილი საირუსი ,,გუჩის” სუნამოების ხაზის ახალ კამპანიაში

219
GUCCI_FLORA_SOCIAL_1920x1080_2

,,გუჩიმ” სუნამოების ხაზი – Flora გააფართოვა. იტალიურმა ლეიბლმა ახალი პარფიუმი – Gucci Flora Gorgeous Orchid გამოუშვა, რომლის სახედ, მაილი საირუსი წარადგინა.

ახალი კამპანიის სარეკლამო ვიდეორგოლის ლაიტმოტივად არტისტის 2023 წლის ჰიტი – Flowers და ის ადგილი იქცა, სადაც სიმღერის კლიპი გადაიღეს. კადრებში, 30 წლის შემსრულებელი ლეგენდარული მოდის სახლის ლუქით ლოს-ანჯელესში მდებარე ჰოლივუდის განთქმული ნიშნის ფონზე, ხაზს საკუთარი თავის რწმენას, გაძლიერებასა და სიყვარულს კიდევ ერთხელ უსვამს.

ცნობისთვის, Gucci-ის ახალი Flora Gorgeous Orchid ყვავილებისა და ხილის სურნელის ნაზავია, რომელიც ვანილის, ორქიდეასა და ოზონის ნოტებს აერთიანებს.

მაილი საირუსი და მეთიუ ნოსკა D&G-ს ახალი კამპანიის სახეები არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები