LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მაშინაც მშვიდი და წყნარი იყო, ჩვენ გვჯობნიდა სილამაზით“ – პატრიარქის ბავშვობის მეგობრის ემოციური მოგონებები

444
2026-03-24_01-46-34_993893

საქართველოს პატრიარქის ბავშვობის მეგობარი, გურამ ქუშაშვილი „იმედის კვირის“ ეთერში უწმინდესზე დიდი სიყვარულით და პატივისცემით საუბრობს.

„როგორც ფილმის კადრი, მისი საუბარი და საქციელი თვალწინ გამირბენს ხოლმე. იმას არ გაგრძნობინებდა, რომ პატრიარქი იყო. შევიკრიბებოდით და ნაყინი იყო ჩვენი გასართობი. ვტაცებდით ხოლმე ერთმანეთს ხელს, შენ კიარა მე შევჭამ.

გვეუბნებოდა, ნუ ოხუნჯობთ. მაშინვე ასეთი წყნარი და დინჯი იყო. სილამაზით ჩვენ გვჯობნიდა. ლამაზი შესახედავი იყო. ჩვენ მზესუმზირას ვჭამდით და ის არა, ნუ იფურთხებითო.

წლების შემდეგ რომ შევხვდით, მიცნო, გურამიაო. ნაწყენი და ნატკენი გულით წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ამას არასდროს იტყოდა. ამოღებული ხმალივით იყო“, – საუბრობს პატრიარქის მეგობარი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

მანამდე, სიონის ტაძარში აღევლინა პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

პატრიარქი სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობით გადაასვენეს.

„გვიყვარხარ პატრიარქო“ -სწორედ ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან. სამებიდან სიონის ტაძრის მთელ პერიმეტრზე განლაგებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ.

სამგლოვიარო მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

როდიდან ექნებათ მოქალაქეებს საშუალება მივიდნენ პატრიარქის საფლავზე

ვიდეო: „მახსენდება აბულაძის ფილმი, „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“. არის განცდა, რომ ხალხი ტაძრისკენ სავალ გზაზეა, სადაც პატრიარქი ელოდებათ“ – ნიკოლოზ წულუკიძე

ვიდეო: „ამ გზას, რომელსაც ქართველი ჯიში ადგას სამებისკენ მიმავალ გზაზე მშვენიერება ჰქვია“ – ნიკოლოზ წულუკიძე „იმედის“ ეთერში ილია მეორეზე საუბრობს

ვიდეო: „უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა“ – პატრიარქის ემოციური კადრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g