წლის დასაწყისი ვარსკვლავური წყვილის ნიშნობით დაიწყო, 1.5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კოლსონ ბეიკერმა უმშვენიერეს მეგან ფოქსს ხელი სთხოვა და თითზე უზარმაზარი ბეჭედი ჩამოაცვა.
მეგან ფოქსი და კოლსონ ბეიკერი დაინიშნნენ – ემოციური ვიდეო ინტერნეტს იპყრობს (fortuna.ge)
უკვე ორი კვირაა სწორედ აღნიშნულ ბეჭედს მიმოიხილავს მედია. ბეიკერმაც საზოგადოებას გააცნო, რით არის ბეჭედი გამორჩეული, როგორც ირკვევა, ის ისეა შექმნილი, რომ მისი მოხსნა შეუძლებელია.
ეს არის სუფთა, დაუმუშავებელი კოლუმბიური ბრილიანტი, მისი კონცეფცია შემდეგში მდგომარეობს, – ის ორი ნაწილისგან შედგება, რომლებიც მაგნიტით უერთდება ერთმანეთს და გულის ფორმას ქმნის, თვლებს წვეტიანი წახნაგოვანი კონსტრუქცია იჭერს და თუკი მეგანს ბეჭდის მოხსნა მოესურვება, მას თითში ძვირფასი ლითონი შეერჭობა.
მეგან ფოქსის და კოლსონ ბეიკერის ცხელი ფოტოსესია ბრიტანული GQ-სთვის (fortuna.ge)