LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეგონა, ცხოვრება თავზე დამემხო… ეს ტრაგედია ჩემი იყო და არ მინდოდა, ჩემს შვილს შეხებოდა…“ – მარინა კოდუა-ფაჩულია „იმედთან“ საუბრობს

275
ზაზა ფაჩულია

კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დედა, მარინა კოდუა საუბრობს ნოე სულაბერიძესთან იმ ოჯახური ტრაგედიის შესახებ, რომელიც 39 წლის ასაკში დაემართა. სწორედ ამ ასაკის იყო, როდესაც მისი მეუღლე, დათო ფაჩულია ინფარქტით გარდაიცვალა:

„სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ხანს მოგვიწია ერთად ყოფნამ. 15 წელი თითქოს ბევრია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ცოტა ყოფილა, ისე უცებ წავიდა ეს 15 წელი… ინფარქტი მოუვიდა. 33 წლისას ჰქონდა პირველად, მერე სადღაც 6-7 წელი მეორედ გამეორდა, მესამედ კი ვეღარ გადაიტანა… ცხოვრება კი არ შეიცვალა, მეგონა, თავზე დამემხო ყველაფერი, მაგრამ როცა დედა ხარ, ხარ ძლიერი. არავინ თქვას, რომ დედა სუსტია, თუ დედა ხარ, სისუსტის უფლება არ გაქვს. ნევროზის უფლება არ მქონდა, შვილი მყავდა გასაზრდელი… დათო რომ გარდაიცვალა, მესამე დღეს „აიეტი“ გავიყვანე, რომ ჩემი შვილი გადართულიყო, ეს ტრაგედია იყო ჩემი და არ მინდოდა, ჩემს შვილს შეხებოდა. მეზობლები ფიქრობდნენ, რა „ეაიეტებაო“, მაგრამ ეს დედობრივი ინსტინქტი იყო. მე 39 წლის ვიყავი, ზაზა – 13 წლის. ამ დროს ბავშვი ბევრს ვერ ფიქრობს. ვინც პანაშვიდზე მოდიოდა, ყველას აცილებდა პირველ სართულამდე. არც იცოდა, როგორ მოქცეულიყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g