ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალური ქსელის მეშვეობით, საზოგადოებას უზიარებს ვიდეომასალას, რომელიც მისი განმარტებით, 17 ივნისს, ვარკეთილში, ღია კაფეში მომხდარ ინციდენტს სრულად ასახავს.
საუბარია იმ საქმეზე, რომელიც ტელესახე და მსახიობ გიორგი გასვიანსა და მის მეუღლეს ეხება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გიორგი გასვიანი დაზარალებულად ცნო თავის ცოლ-შვილთან ერთად.
მაკა რაზმაძის მიერ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მივიღეთ ნებართვა გამოძიებისგან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვაქვეყნებ ვარკეთილის ღია კაფე ” ელაივში” 17 ივნისს მომხდარი ინციდენტის სრულ, დაუჭრელ ვერსიას.
კადრები ამოღებულია კაფეს გარე კამერებიდან .
კადრი უწყვეტია-შეგიძლიათ შეამოწმოთ ეკრანის ზედა მხარეს ტაიმერი.
ვიდეოში თავიდანვე ჩანს რომ გიორგი გასვიანი მეუღლესთან და დეიდაშვილთან ერთად ზის ღია კაფეში და სხვათა შორის იქვე ჩაივლის ორი ქალბატონი ძაღლებით მაგრამ არავინ ეუბნება მათ არაფერს რადგან ეს ქალბატონები ახლოს არ მიდიან მაგიდასთან და შესაბამისად არც ეშინია არავის.
შემდეგ შემოდიან ქალი და მამაკაცი ასევე ძაღლთან ერთად. მამაკაცი ძაღლით უახლოვდება გასვიანების მაგიდას და კადრებში აშკარად ჩანს როგორ ეშინია მარიტას და ფეხზეც კი წამოდგა რომ მოერიდოს ძაღლს.
ქალი შედის შეკვეთის მისაცემად და მამაკაცი გასვიანის მაგიდასთან ახლოს იწყებს საკუთარი ძაღლის და იქვე მჯდარი ქუჩის ძაღლის ერთმანეთთან თამაშით გართობას.
სწორედ ამაზე სთხოვს გიორგი მიმტანს რომ ცოტა მოშორებით გაიყვანოს ძაღლები რადგან მარიტას ეშინია ზოგადად ძაღლების.
დგებიან,აპირებენ წასვლას.თუმცა ისევ სხდებიან რადგან მიმტანი სთხოვს და მამაკაცს გაჰყავს ძაღლი .ამ დროს შენობიდან გამოვარდება ქალი გინებით და მიმართავს გასვიანებს-ამ @@ქალას გამო მე რატომ უნდა გავიყვანო ძაღლიო,იწყებს უშვერ გინებას მათი მისამართით, ედავება- როგორ თუ ძაღლის გეშინიაო და ჯიბრზე იწყებს მოქმედებებს.
მიჰყავს მარიტასკენ ძაღლი რაც კარგად ჩანს ვიდეოში.
მარიტა შიშისგან წამოხტება…გიორგი იწყებს ტელეფონით გადაღებას მაშინ როცა ქალი იწყებს გინებას და მუქარას.ჯიბრზემოქმედებებს.სწორედ ამიტომ ეუბნება გიორგი რამე ხომ არ გაქვს მიღებული რაებს აკეთებო.
დანარჩენს აღარ აღვწერ თავადაც ხედავთ რაც ხდება და ნაწილობრივ ნანახიც გაქვთ შემდეგი კადრები.გიორგიმ გამოიძახა პოლიცია.
❎️გთხოვთ, მომიძებნოთ ამ ვიდეოში კადრი, სადაც მარიტა აყირავებს მაგიდას და ესვრის ვინმეს გატეხილ ჭიქას!
❎️გთხოვთ, მომიძებნოთ კადრები სადაც გიორგი ხელს ურტყამს ან აჯანჯღარებს ვინმეს!
❎️უფრო პირიქითაა – ეს ქალი დასდევს მას და გიორგი უკან-უკან მიდის რომ არ შეეხოს.და სხვათა შორის სწორედ ეს ქალი ისვრის სკამს, ურტყამს გიორგის წიხლებს, ხელსაც და ასევე გიორგის დეიდაშვილს ურტყამს ხელს- ეს ყველაფერი კარგად ჩანს კადრებში.
⛔️ამ ინციდენტის გამო და იმის გამო რომ ამ ქალმა მოატყუა და გამოიყენა სოცქსელის გარკვეული ბლოგერები საკუთარი ცრუ ჩვენებებით -გასვიანების ოჯახი,მარიტას ოჯახი,მათი მეგობრები და ახლობლები,ჩვილი ბავშვიც კი რამდენიმე დღეა ვიმყოფებით არნახულ ბულინგში.უპასუხისმგებლო ბლოგერები რომლებმაც არც კი ინებეს სიმართლის გარკვევა და თუნდაც მეორე მხარის მოსმენა,დაცდა- სანამ გამოქვეყნდებოდა სრული ვიდეო, ლაიქებს და ნახვებს დახარბებულები გვიწერენ შეურაცხმყოფელ ვიდეოებს ,გვიგონებენ ტყუილებს,ავრცელებენ ჩვენზე ცრუ ინფორმაციებს, ამახინჯებენ პირადი ცხოვრების დეტალებს და აფრიალებენ დაშანტაჟების და შეშინების მიზნით.ალბათ არც იციან რომ ეს კანონით დასჯადი ქმედებაა.
⛔️ მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია გამოიძახა გიორგიმ, არავინ აპირებდა ამ ქალის ციხეში ჩასმას.პოლიციის დახმარება მათ მხოლოდ ადგილზე განსამუხტად დასჭირდათ და ბოდიშის მოხდის შემთხვევაში ყველაფერი დასრულდებოდა.
⛔️მაგრამ როგორც ჩანს ამ ქალს შეეშინდა რადგან იცოდა რომ თავად იყო დამნაშავე და სასამართლოს წინა დღეს ატეხა ეს სამარცხვინო შანტაჟის და ზეწოლის კამპანია,მოისაწყლა თავი (თუმცა ამ კადრებში ძალიან საწყალს არ ჰგავს და დიდ გულზეა)ჩაწერა ვიდეოები აკანკალებული ხმით და გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ვითომ ძაღლის უფლებების დაცვის საფარველით.
✅️გთხოვთ, ყველას ნახეთ ეს უწყვეტი კადრები და თავად გამოიტანეთ დასკვნა ვინ როგორ იქცევა.
✅️იმედი გვაქვს ჯანსაღი საზოგადოების, მხოლოდ მიუკერძოებელი ადამიანების,იმედი გვაქვს თქვენი ობიექტურობის!“, – წერს მაკა რაზმაძე.