LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მთელი სიმღერა ისე შევასრულე, რომ არც ერთი სიტყვის მნიშვნელობა არ მესმოდა.. ვერ ვიტყოდი რომ ოცნებები თავისით ხდება, მაგრამ თუ გჯერა და ნამდვილად გინდა, აუცილებლად ახდება“ – ნათია თოდუას ემოციური მიმართვა 

251
Untitled design (4)

„2017 წლის 17 დეკემბერს, 6 წლის წინ, ჩემი ოცნება ახდა და მოვიგე პროექტი The Voice Of Germany, რომელმაც ჩემს ოცნებებს არსებობის და განვითარების საშუალება მისცა!“ – მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

„ვერ ვიტყოდი რომ ოცნებები თავისით ხდება,

მაგრამ შენ თუ ამის გჯერა, შენ თუ ნამდვილად გინდა, ეს აუცილებლად ახდება, ისე რომ ვერავინ და ვერაფერი ამას ხელს ვერ შეუშლის.

2013 წელს, 17 წლის ასაკში პირველად შევასრულე სიმღერა ბენდთან ერთად, პირველად შევეგებე ჟიურის და მაყურებელს პროექტში „მაგტიFანი.“

გალის რაიონი, სოფელი ნაბაკევიდან ახალ ჩამოსულს, ისიც ვერ გამეგო ვინ იყო Janis Joplin და რატომ მამღერებდნენ ბლიუზს.

მთელი სიმღერა ისე შევასრულე, რომ არც ერთი სიტყვის მნიშვნელობა არ მესმოდა. თითოეულ სიტყვას ვმღეროდი ინტუიციით, ჩემი შეგრძნებებითა და წარმოდგენით…

10 წლის თავზე, ბერლინში ჩემს სოლო კონცერტზე ვიმღერე ზუსტად ეს სიმღერა Little Girl Blue, რომლითაც ჩემი მუსიკალური მოგზაურობა დაიწყო.

სწორედ მაშინ მივხვდი რომ ყველა ტკივილი თუ იმედგაცრუება რაც გვხვდება ცხოვრებაში, საჭიროა რომ შეიგრძნო ცხოვრების ნამდვილი რითმი და ნამდვილი გემო.

მადლობა სიყვარულისთვის!“ – წერს ნათია თოდუა.

ვიდეო: ნათია თოდუას მიმართვა: „ალბათ, ამ ეტაპზე ბევრი დანებდებოდა!.. ყველას მინდა ვუთხრა, არ თქვათ უარი თქვენს სურვილებსა და ოცნებებზე…“

ფოტო: „ჰუგოს პირველი ვიზიტი ქართულ ტელევიაში“ – ნათია თოდუა თავის ვაჟთან ერთად „რუსთავი 2“-ს ესტუმრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g