თიკო სადუნიშვილთან ინტერვიუში ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს იმის შესახებ, რომ არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი თავით ტკბობის. ის წამყვანის თხოვნით, სამ მთავარ რეკომენდაციას გასცემს ქალებისთვის:
„უნდა დაფიქრდნენ ასაკია ეს თუ იმ მომენტის გამოწვევა, პრობლემა უნდა მოძებნონ სწორად.
აუცილებლად გექნებათ ფიქრები, უკნიდან ნეგატივი მოგქაჩავთ, თითქოს პოზიტივი არ არის და უნდა იჭიდავოთ… ხომ ბანალურად ჟღერს ვარჯიში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამან გაჭრა. რადიკალურად თქვით უარი მავნე ჩვევებზე. იმაზე, რაც ცუდად გხდით.
სიახლეების არ შეგეშინდეთ – შეიძინეთ ახალი მეგობრები, ოღონდ ძველზე კი არ თქვათ უარი, ახალი ამბები მოისმინეთ, კინოსა და თეატრში მარტო იარეთ, საკუთარი თავით ტკბობა დაიწყეთ, იქნებ, პროფესიის შეცვლა გინდათ და ვერ ხვდებით, იქნებ, პირადის შეცვლა გინდათ, დასანგრევი გაქვთ და ახალი გყავთ მოსაძებნი? არაფრის შეგეშინდეთ, თავიდან უნდა დაიბადოთ, მერე კი ისეთი ინერცია გექნებათ, რომ თავიდან მიჰყვებით ბოლომდე…“