LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნათია თოდუას მიმართვა: „ალბათ, ამ ეტაპზე ბევრი დანებდებოდა!.. ყველას მინდა ვუთხრა, არ თქვათ უარი თქვენს სურვილებსა და ოცნებებზე…“

239
ნათია თოდუა

„შუადღის“ ეთერში გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ნათია თოდუამ გასცა რჩევები მათთვისაც, ვისაც სურს, კარიერა საზღვარგარეთ გაიკეთოს:

„ბევრჯერ მომისმენია, უთქვამთ, წარმოვიდგენდი თუ არა, რომ გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში წარმატებას მივაღწევდი. რა თქმა უნდა, იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ გადავწყვიტე და წავედი აქედან, მაგრამ ბევრი ალბათ ამ ეტაპზე დანებდებოდა. მინდა, გამოვიყენო ეს ეთერი და მივმართო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც შეიძლება, ვიღაცის გადაწყვეტილებითა და რჩევით, უარი თქვან სურვილებსა და ოცნებებზე: არასდროს არის გვიან, თუ გჯერათ, აუცილებლად გაიხსნება გზა და ჩემ შემთხვევაში ეს იყო გერმანია! აქედან დაიწყო ყველაფერი . მე ვარ არტისტი, მომღერალი, მუსიკოსი და მაქვს შესაძლებლობა, გერმანიის მნიშვნელოვან მუსიკალურ ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა. დღემდე მგონია, რომ ყველაფერი წინ არის. ბევრი მინდა, კიდევ ვისწავლო!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები