LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნიჭიერების და თავისუფლების დღესასწაული…“ – გიორგი გიგაშვილმა და Nikala-მ პუბლიკა აღაფრთოვანეს

235
ნიკოლოზი, გიორგი და თეონა

18 სექტემბერს კონსერვატორიამ გიორგი გიგაშვილისა და Nikala-ს (ნიკალა ზუბიაშვილი) პროექტს უმასპინძლა სახელწოდებით „სერიოზული მუსიკა“.

„სერიოზული მუსიკა” – აკადემიური და ელექტრონული მუსიკის სინთეზია. ერთგვარი სასცენო ექსპერიმენტი, სადაც კლასიკა თანამედროვეობას შეხვდება.

კონცერტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგაც სოციალურ ქსელებში აღფრთოვანებული კომენტარებისა და შეფასებების კორიანტელი დატრიალდა.
ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტიდან ამონარიდი გამოაქვეყნა:

„სიტყვების პოვნა მიჭირს, რომ ზუსტად გამოვხატო გუშინდელი ნიჭიერების და თავისუფლების დღესასწაული, რაც კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე დაატრიალეს გიორგიმ და ნიკალამ. სხვადასხვა თაობისა და გემოვნების საზოგადოებით გადაჭედილი დარბაზიდან უკლებლივ ყველა ბედნიერი ბრუნდებოდა შინ, ბედნიერი „სერიოზული მუსიკოსების” მიერ შემოთავაზებული ფრენის, გამბედაობის, განცდებისა და სათქმელის ხელოვნებაში კონვერტირების, მართალი სიტყვის, პროფესიონალიზმის, დრამატურგიის და გემოვნების უმაღლესი ხარისხით!

გუშინ, მგონი, ყველაზე მეტად ამაყი მე ვიყავი ჩემი უახლოესი მეგობრების ნამოქმედარით, რადგან ჩემ თვალწინ დაიწყო მათი ურთიერთობის და შემოქმედებითი თანამოაზრეობის ძერწვა…“

ამავე კონცერტის შესახებ წერს პროდიუსერი თეონა ჯორბენაძეც:

„ტკივილები და განსაცდელები, ზოგჯერ უსიტყვო ომიც შეიძლება თურმე „დაკონვერტირდეს” და არ დარჩეს უპასუხოდ… სათქმელის ხელოვნებად ქცევა ამდენი ჟანრისა და მიმართულების ერთობით მხოლოდ თავისუფალ მოცურავეებს შეუძლიათ. დღეს მთელი დარბაზი გრძნობდა, რომ ცოცხლები ვართ და ჯანსაღი ძალა ადრე თუ გვიან მაინც ბევრად გადამდები, გონიერი და ქმედითი იქნება! „სერიოზულო მუსიკოსებო”, დიდი მადლობა, რომ ხართ!!! დიდი მადლობა, რომ ფორმის ძიებაში არ იკარგებით და ასეთ გაბედულ შემოქმედებით ექსპერიმენტებზე მიდიხართ, ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება!“

ტკივილები და განსაცდელები, ზოგჯერ უსიტყვო ომიც შეიძლება თურმე “დაკონვერტირდეს” და არ დარჩეს უპასუხოდ… სათქმელის…

Posted by Teona Jorbenadze on Monday, September 18, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები