მომღერლები ოთო ბაზერაშვილი, ნინუცა გოგატიშვილი, მათე მარტიაშვილი, მარიამ ფოფხაძე და „შავნაბადა“ გადაცემას, „გული მღერის“ სტუმრობდნენ, სადაც სიმღერა „გულს რად მიკლავ“ ბრწყინვალედ შეასრულეს.
სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს ათასობით მოწონება და ასობით კომენტარი ახლავს.
„ღმერთო, რა ნიჭიერი მომავალი თაობა მოდის. შენ მიეცი უფალო ამათ მშვიდობიანი საქართველო და წარმატებული მომავალი🙏❤️“, „გულიდან ამოსული სიმღერაა რომელსაც ჩვენი მომავალი თაობა შესანიშნავად ასრულებს“, „საოცარი ბავშვები ხართ! ბედნიერებაა თქვენი მოსმენა ❤️❤️🥰🥰“, „რა ტკბილად მღერით… საუკეთესოები ხართ ბავშვებო… წარმატებები“, „ნიჭიერი, ულამაზესი და უკარგესი ბავშვები❤️ბედნიერი და წარმატებული იყავით უფლის წყალობით🙏🏻🌹🌹👏👏👏👏👏👏“, „ოქროს თაობა! თქვენ გაიხარეთ! როგორ გვატკბობთ ანგელოზის ხმებით!!!“, – აღნიშნავენ კომენტარებში.