68 წლის ორნელა მუტის შესახებ ბევრი დაგვიწერია, ის შეუდარებლად გამოიყურება და ასაკი სრულებითაც არ ეტყობა. მსახიობი ინსტაგრამზე საოცრად აქტიურია და გამომწერებს ფოტოებითა და ვიდეოებით ხშირად ანებივრებს. ამჯერად მან სახალისო ვიდეო გაავრცელა. ის ტრაქტორში ყვავილებით ხელში ჯდება და გზადაგზა ენერგიულად ცეკვავს.
„ყველა გზა ჩვენს მიწამდე, ტრადიციებამდე და სოფლის მეურნეობამდე მიდის“, – წერს მუტი.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ იტალიური კინოს ლეგენდა რუსეთში იმყოფებოდა, სადაც თავისი ახალი ფილმი-სპექტაკლი წარადგინა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, 68 წლის მუტის ჰკითხეს, ცნობილი რუსი მამაკაცებიდან, რომელი იქნებოდა მისი რჩეული. ორნელამ საკუთარი ავტოგრაფი ფილიპ კირკოროვის პოსტერზე დატოვა და განაცხადა, რომ ამ ყველაზე მეტად, კირკოროვი მოსწონს.
რუსეთში ვიზიტით მყოფმა ორნელა მუტიმ, სასურველ მამაკაცად ფილიპ კირკოროვი დაასახელა
68 წლის ორნელა მუტი არ იცვლება! – მსახიობის უახლესი ფოტოები და ვიდეოები „ინსტაგრამიდან“